ორის ბუღალტერიის ლიცენზიის შეძენა - ორისი

ორგანიზაციის მართვის კომპიუტერული სისტემები

+995 32 260 43 43

ka en
სალიცენზიო ხელშეკრულება

სალიცენზიო ხელშეკრულება წარმოადგენს იურიდიულ დოკუმენტს თქვენს (საბოლოო მომხმარებელს) და შპს ორისს შორის. პროგრამის დაყენებით კომპიუტერზე, მისი კოპირებით, ან მასთან მუშაობის დაწყებით, თქვენ იძლევით თანხმობას შეასრულოთ ხელშეკრულების ყველა პირობა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ეთანხმებით ხელშეკრულების პირობებს, თქვენ არ გაქვთ იურიდიული უფლება ისარგებლოთ პროგრამით. ასეთ შემთხვევაში არ დააყენოთ პროგრამა კომპიუტერზე. პროგრამის შეძენიდან ორი კვირის განმავლობაში თქვენ გაქვთ უფლება დააბრუნოთ პროგრამის დაუზიანებელი სრული კომპლექტი, მასში შემავალი ნაბეჭდი და სხვა თანმხლები მასალა. ამის შემდეგ თქვენ დაგიბრუნდებათ მისი სრული საფასური.

საავტორო უფლება

კომპიუტერული პროგრამა და სახელმძღვანელო წარმოადგენს შპს ორისის საკუთრებას და დაცულია კანონით.

სალიცენზიო უფლებები

პროგრამის ერთ კომპიუტერიანი ვერსიის ლიცენზიის შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება იმუშაოთ თქვენს ერთ კომპიუტერზე, ან ქსელური ლიცენზიის შემთხვევაში – ლოკალურ ქსელში ჩართულ შესაბამისი რაოდენობის კომპიუტერზე.

უფლებების გადაცემა

თქვენ შეგიძლიათ გადასცეთ სალიცენზიო უფლებები მესამე მხარეს იმ შემთხვევაში, თუ მესამე მხარე თანახმაა შეასრულოს მოცემული სალიცენზიო ხელშეკრულების ყველა პირობა. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა გადასცეთ მესამე მხარეს პროგრამა და სხვა თანმხლები მასალა, ხოლო თქვენს კომპიუტერზე წაშალოთ პროგრამის ყველა ასლი.

შეზღუდული გარანტია

მომხმარებლის მიერ პროგრამის შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში შპს ორისი უზრუნველყოფს პროგრამის კომპიუტერზე დაყენებასთან და სარგებლობასთან დაკავშირებულ სატელეფონო და საკონსულტაციო მომსახურებას შპს ორისის ტერიტორიაზე. შეძენიდან ერთი წლის განმავლობაში გაქვთ უფლება მიიღოთ პროგრამის განახლებული ვერსიები, იმ შემთხვევაში თუ პროგრამის განახლებული ვერსიები გამოშვებული იქნება შპს ორისის მიერ აღნიშნულ ვადაში.

გარანტიების არარსებობა

პროგრამა და სახელმძღვანელო წარმოდგენილია “როგორც არის” ისეთი ფორმით და შეიძლება არ შეესაბამებოდეს თქვენს ყველა მოთხოვნას. შპს ორისი არ გაძლევთ გარანტიას, რომ პროგრამა უშეცდომოა. შპს ორისი არანაირ ვითარებაში არ იღებს პასუხისმგებლობას მონაცემთა, ფულად, პირდაპირ ან ირიბ დანაკარგებზე, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს პროგრამის გამოყენებით ან გამოყენების შეუძლებლობით, იმ შემთხვევაშიც კი თუ შპს ორისი წინასწარ იყო ინფორმირებული ამგვარი დანაკარგების შესახებ.

არანაირ ვითარებაში დანაკარგების ანაზღაურების თანხა არ შეიძლება აჭარბებდეს მომხმარებლის მიერ ფაქტიურად გადახდილ პროგრამის ღირებულებას.

პერსონალური მონაცემების გამოყენების პირობები

შეკვეთის განთავსებით, მყიდველი თანხმობას აცხადებს, რომ მის მიერ შეკვეთის განთავსებისას მითითებული პერსონალური მონაცემები, დამუშავებული და გამოყენებულ იქნას შპს „ორისი"-ს მიერ, აღნიშნული შეკვეთის განთავსების და შესრულების უზრუნველსაყოფად.

დახურვა

ორის ბუღალტერიის ლიცენზიის შეძენა

1
2
3
შეკვეთის განთავსებით, მყიდველი თანხმობას აცხადებს, რომ მის მიერ შეკვეთის განთავსებისას მითითებული პერსონალური მონაცემები, დამუშავებული და გამოყენებულ იქნას შპს „ორისი"-ს მიერ, აღნიშნული შეკვეთის განთავსების და შესრულების უზრუნველსაყოფად.