კომპანია "ორისი" დაარსდა 1992 წელს.
კომპანია უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციისთვის საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავებას, განვითარებას და შემდგომ მომსახურებას.
კომპანიის სპეციალისტების მიერ სხვადასხვა დროს შეიქმნა და დაინერგა შემდეგი პროგრამული სისტემები
კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტები დანერგილია მთელი ქვეყნის მასშტაბით. სისტემები წარმატებით მუშაობს კავშირგაბმულობის, მრეწველობის, ტრანსპორტის, მასმედიის, ვაჭრობის, საბანკო, განათლების, მომსახურების და სხვა სფეროებში.
კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტები გამოირჩევა მოქნილობით, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ერთი მხრივ, მარტივად გადაწყვიტოს მისთვის კარგად ცნობილი სტანდარტული ამოცანები და მეორე მხრივ, პროგრამის მწარმოებლისგან დამოუკიდებლად მოარგოს სისტემა თავის მოთხოვნებს პროგრამირების პროფესიონალური ცოდნის გარეშე.
კომპანიის მიერ წარმოებული სისტემების სწავლება ჩართულია პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის, უნივერსიტეტებისა და სხვადასხვა დაწესებულებების სასწავლო პროგრამებში, ასევე ისწავლება სხვადასხვა საბუღალტრო კურსებზე.
კომპანიის პროდუქტების მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ სისტემის ინტერფეისი სამენოვანია: ქართულ-ინგლისურ-რუსული, რაც საშუალებას აძლევს ქართველი მომხმარებლის გარდა უცხოელ მომხმარებელს, რომელიც მოღვაწეობს და ავითარებს თავის ბიზნესს საქართველოში, წარმატებით აწარმოოს საფინანსო და სამეურნეო საქმიანობა.